სარიყამიშის ქვაბული
იერსახე
სარიყამიშის ქვაბული | |
---|---|
სარიყამიშის ტბა | |
კოორდინატები: 42°00′ ჩ. გ. 57°30′ ა. გ. / 42.000° ჩ. გ. 57.500° ა. გ. | |
ქვეყანა | თურქმენეთი უზბეკეთი |
სიმაღლე | –38 მ |
სიგრძე | 150 კმ |
სიგანე | 90 კმ |
სარიყამიშის ქვაბული (თურქმ. Sarygamyş çöketligi; უზბეკ. Sariqamish botig`i) — ოვალური ფორმის გაუდინარი უდაბნო ქვაბული შუა აზიაში, თურქმენეთსა და უზბეკეთში.[1] მდებარეობს ყარაყუმის უდაბნოსა და უსტიურთის პლატოს საზღვარზე. სიგრძე დაახლოებით 150 კმ, სიგანე 90 კმ. ფსკერის ყველაზე დაბალი ნაწილი ზღვის დონეზე 38 მეტრით დაბლაა. ქვაბულის ცენტრალური ნაწილი უკავია სარიყამიშის ტბას. სარიყამიშის ქვაბული აგებულია ტბიური ნალექებით. ზედაპირი დაფარულია მლაშობებითა და ქვიშებით. მდინარე ამუდარიის წყალმა უკანასკნელად ქვაბულის ტერიტორიას 1878 წლის ზაფხულში მიაღწია. სახელწოდება თურქულია და ნიშნავს „ყვითელ ლელქაშს“.[2]